აშშ-ში პირველმა ღიად ტრანსგენდერმა კანონმდებელმა აღიარა, რომ თავის პარტნიორს რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა ეძალადა მას მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სამი წლის ასაკის ბავშვებზე, ხოლო მანამდე ჰკითხა, მაინც მოხვდებოდნენ თუ არა ისინი სამოთხეში. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა The New York Post-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, 41 წლის ნიუ ჰემფშირის ყოფილმა პოლიტიკოსმა სთეისი-მარი ლოტონმა, რომელიც ბარი ლოტონის სახელით დაიბადა, გასულ კვირას დანაშაული აღიარა. მას ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
The New York Post-ის ინფორმაციით, სასამართლო დოკუმენტებში წარმოდგენილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში წყვილი ერთმანეთში გარყვნილ ფანტაზიებს დეტალურად განიხილავს.
ყოფილი კანონმდებელი პარტნიორს უბიძგებდა ეძალადა მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებზე. ბავშვებზე ძალადობის შესახებ პარტნიორისთვის ინსტრუქციების მიცემის პარალელურად ლოტონმა გამოთქვა შიში, რომ წყვილს მათი საშინელი ქმედებებისთვის დააპატიმრებდნენ.
„თუ ასე მოვიქცევით, არ მინდა, რომ გამომიჭირონ“, – წერს ლოტონი მის 40 წლის პარტნიორს ლინდსი გრუვს 2023 წლის 7 ივნისს გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში.
2023 წლის 14 ივნისს გაგზავნილ კიდევ ერთ ტექსტურ შეტყობინებაში ლოტონმა ისაუბრა მღვდელმსახურად გახდომის სურვილზე და გრუვსს ჰკითხა, მოხვდებოდა თუ არა სამოთხეში თავისი ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად.
„როგორ ფიქრობ, ღმერთი კმაყოფილია იმით, რომ ჩვენ ცუდი გოგოები ვართ?“, – თქვა მან და დასძინა: „როგორ ფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილი სამოთხეში? როგორ ფიქრობ, ღმერთი თანახმა იქნება, მე რომ მღვდელი ვიყო?“.
გრუვსმა პასუხად მიწერა: „დიახ, ღმერთი თანახმაა. ჩვენ მაინც მოხვდებით სამოთხეში და ის ფიქრობს, რომ შენ შესანიშნავი მღვდელი იქნები“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, წყვილის დანაშაულების შესახებ 2023 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ლოტონმა სურათები მესამე პირს გაუგზავნა. „არ მომწონს, რომ ეს სურათები მე მაქვს, მაგრამ მინდოდა მტკიცებულება მეჩვენებინა. მე არ ვარ ბავშვებზე მოძალადე“, – თქვა ლოტონმა შეტყობინებაში.
ადამიანმა, რომელსაც ლოტონმა სურათები გაუგზავნა, შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციას აცნობა. The New York Post-ის ცნობითვე, ყოფილ პოლიტიკოსს და გროუვსს განაჩენი თებერვალში უნდა გამოუტანონ.
