უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში შექმნილ რთულ ვითარებას გამოეხმაურა.
მან ქალაქს ნანგრევები უწოდა და აღნიშნა, რომ არავინ აიძულებს უკრაინელ ჯარისკაცებს მოკვდნენ ნანგრევებისთვის.
„არავინ აიძულებს მათ [უკრაინელ ჯარისკაცებს] ნანგრევებისთვის სიკვდილს. მე ჩვენს ჯარისკაცებს, განსაკუთრებით მეთაურებს, რომლებიც იქ იმყოფებიან მხარს დავუჭერ იმაში, თუ როგორ აკონტროლონ ვითარება. სხვა მხრივ, ჩვენ ეს ძვირი დაგვიჯდება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი ჯარისკაცებია“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება პოკროვსკიდან ჯარების გაყვანის შესახებ ადგილზე სამხედრო ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.
კომენტარები
