ცნობილი სამხრეთ აფრიკელი შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი მაინი სტეფენსი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 43 წლის ვარსკვლავი მაშინ დაიღუპა, როდესაც მის მიერ პილოტირებული ვერტმფრენი ორშაბათს, აღმოსავლეთ კეიპში, პატენსის მახლობლად, ციტრუსის პლანტაციაში ჩამოვარდა.
სტეფენსი, რომელიც კულინარიული წიგნების ავტორი და კულინარიული შოუს თანაწამყვანი იყო, ასევე ლიცენზირებული პილოტიც იყო. როგორც ამბობენ, დილის 8 საათამდე ცოტა ხნით ადრე, ის პესტიციდებს ასხურებდა ციტრუსის პლანტაციას, როდესაც მისი ვერტმფრენი მოულოდნელად ჩამოვარდა.
საჰაერო შემთხვევებისა და ინციდენტების გამოძიების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე, ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზებს შეეჯახა.
კომენტარები
