აშშ-ში დაკავებულ 15 ქართველ შორის, რომელსაც ბრალად რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ, სავარაუდოდ, ქართველი მოკრივეები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან.
კრივის ფედერაციაში არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ სულ ნიუ-იორკში პოლიციელებმა კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის 15 ქართველი დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები, რომელთა მიერ ორგანიზებული დაჯგუფება ახორციელებდა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, ტვირთების გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვას, დოკუმენტებისა და ასე შემდეგ.
კომენტარები