„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი დაღუპული მძევლის ცხედარი გადასცა.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაჯგუფებამ ისრაელს მენი გოდარის ცხედარი „წითელი ჯვრის“ შუამავლობით გადასცა.
როგორც „როიტერი“ წერს, 73 წლის გოდარი ღაზასთან ახლოს, კიბუცში ცხოვრობდა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს, მისი ცხედარი კი ღაზაში გადაასვენეს.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ღაზაში კიდევ სამი მძევლის ნეშტი რჩება.
კომენტარები
