ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, დაზარალებული დავით დვალიშვილი საუბრობს.
დვალიშვილის თქმით, მის საცხოვრებელ სახლში გამთენისას შესული ათამდე სამართალდამცველი ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდა, სანაცვლოდ კი საწოლის ქვეშ, პოლიციელებმა ბავშვის სათამშო წყლის თოფი ნახეს.
“პოლიციელები გაყვიროდნენ და იძახდნენ, სად გაქვთ უკანონოდ მოპოვებული ცეცხლსასროლი იარაღიო და 4 წლის ბავშვმა უთხრა მე ვიცი სადაც არისო, პოლიციელებს გაუხდა, ბავშვმა ჩაუშვა უფროსებიო, წაიყვანა და სათამაშო წყლის თოფი ანახა. რა უნდათ ამ ხალხს, რატომ გადაეკიდნენ ჩემს ოჯახს ვერ გავიგე,”- ამბობს დავით დვალიშვილი.
ქუთაისში, სამართალდამცველებმა დავით დვალიშვილის ოჯახი გაჩხირეკს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ მოქალაქემ შეატყობინა, რომ ოჯახში უკანონოდ მოპოვებულ იარაღს ეძებდნენ, თუმცა ადგილზე მსგავსი ნივთმტკიცება ვერ აღმოაჩინეს.