აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეთანხმების დადებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს საშუალება მიეცემა F-35 ტიპის ამერიკული გამანადგურებლები შეიძინოს. ინფორმაციას Bloomberg-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი და მოჰამედ ბინ სალმანი თეთრ სახლში შეხვედრისას ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში შეთანხმებების გაფორმებას გეგმავენ.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ვაშინგტონში 18 ნოემბერს ჩავა. მანამდე, მაისში ტრამპი თავად სტუმრობდა ერ-რიადს.
კომენტარები
