პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს სალოტბარო სკოლების გალა-კონცერტს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საღამო ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული საღამო იმის დასტურია, რომ სალოტბარო სკოლები ღირსეულად აგრძელებენ ანზორ ერქომაიშვილის დაწყებულ საქმეს და თაობიდან თაობას გადასცემენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ტრადიციას.
ღონისძიებაში, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჩატარდა, სხვადასხვა რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა. შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ სალოტბარო სკოლების კონცერტს დაესწრნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და პარლამენტის წევრები.
