დემურ სტურუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. თევზაძეს პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა, სასამართლომ კი სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ორივე ნაწილში გაამართლა.
სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ გასული წლის აგვისტიში სისცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.
კომენტარები