შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი – თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე 1992 წელს დაბადებული დ.ქ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა. პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
