ქართულ დიასპორას გუშინ შევხვდით რომში, იტალიის საელჩოში. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ჩვენს დიასპორებთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.
მისივე თქმით, ქართული დიასპორა ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი.
„უამრავი პროექტი განვიხილეთ, უდიდესი მადლიერებით მინდა ვუპასუხო თითოეული ადამიანის ჩართულობას. აუცილებლად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდეს საქართველოში, ვისაუბრეთ ყველა დეტალზე, რაც მათ აღელვებდათ“, – აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
კულტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რომის პაპის შეხვედრაზე, რომელიც ხვალ შედგება.
„ხვალ დილას გვეწყება ოფიციალური შეხვედრები ვატიკანში, პრემიერის ჩართულობა ხაზს უსვამს ჩვენი აქ ყოფნის მნიშვნელობას. ინტენსიურია ურთიერთთანამშრომლობა. მე მექნება შეხვედრა განათლების და კულტურის საკითხებში ერთ-ერთ კარდინალთან. ძალია აქტიურია ვატიკანთან ურთიერთობა არა მხოლოდ კულტურის, არამედ სამეცნიერო და სხვადასხვა მიმართულებით“, – განმარტა თინათინ რუხაძემ.
