ვილნიუსის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი საჰაერო ბუშტების გამოჩენა გახდა, რომლებიც აეოროპორტის ტერიტორიისკენ მოძრაობდნენ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შეფერხების გამო, ზოგიერთი ავიარეისი სხვა ქალაქებში გადაამისამართეს.
ვილნიუსის აეროპორტი ოქტომბრის დასაწყისიდან მეცხრედ დაიხურა. ლიეტუვა აცხადებს, რომ შეფერხებები მეზობელი ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი ბუშტებით არის გამოწვეული. ვილნიუსი ამ ქმედებას ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს.
კომენტარები
