თვითმკვლელმა ტერორისტებმა პაკისტანის სამხედრო ძალების შტაბ-ბინასთან თავი აიფეთქეს.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პეშავარის სასაზღვრო პოლიციის კომპლექსში მოაწყო.
სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, არსებობს ალბათობა, რომ შტაბ-ბინის ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ იმყოფებოდეს რამდენიმე ტერორისტი, რის გამოც ტერიტორია არმიამ და პოლიციამ ალყაში მოაქციეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
კომენტარები
