აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ ტელეარხებს, ABC-სა და NBC-ს აკრიტიკებს.
დონალდ ტრამპი კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში მიმდინარე მსჯელობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შეზღუდვა მოეხსნას იმ ტელეარხების რაოდენობას, რომელთა ფლობის უფლებაც ერთ ორგანიზაციას აქვს.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეზღუდვა თუ მოიხსნება, ამით რადიკალური მემარცხენე ქსელები გაფართოვდებიან.
„ეს რადიკალური მემარცხენე ქსელებსაც „გაფართოების“ საშუალებას თუ მისცემს, მე არ ვიქნები ამით კმაყოფილი. კერძოდ, ABC და NBC კატასტროფაა – დემოკრატიული პარტიის ვირტუალური შტო. ისინი რადიკალური მემარცხენეების უკანონო კამპანიად უნდა ჩაითვალონ. ყალბი ამბების ქსელების გაფართოება დაუშვებელია. თუ რამეა, ისინი უნდა შემცირდნენ“, – წერს ის.
ტრამპის პოსტს დაურთო Newsmax-ის სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი ბრენდან კარი სატელევიზიო ქსელებისთვის ფართო მასშტაბის მიცემის და Nexstar Media Group-ისა და Tegna Inc.-ის შერწყმის დაჩქარებას გეგმავს.
