საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ციხეში გატარებული დღეების შესახებ წიგნს გამოუშვებს.
მისი ნამუშევრის სახელწოდებაა „პატიმრის დღიური“. მასში დეტალურად იქნება აღწერილი სარკოზის მიერ ციხეში გატარებული 20 დღე. 216-გვერდიანი წიგნი მაღაზიებში 10 დეკემბერს გამოჩნდება.
სარკოზიმ წიგნის შესახებ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ციხეში „ხმაური, სამწუხაროდ მუდმივია“.
სარკოზი პარიზის ლა-სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს შეასახლეს. 10 ნოემბერს კი პარიზის სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. პატიმრობა მას საარჩევნო კამპანიის დროს მუამარ კადაფის მთავრობის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზე შეუფარდეს. სარკოზი საფრანგეთის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც რეალური პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
კომენტარები
