უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი“ ცდილობს, დაბლოკოს ამერიკული სამშვიდობო გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად.
სიიარტომ აღნიშნა, რომ ეს ამერიკული წინადადება არის „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს არის რაციონალური და ჰუმანური არჩევანი“, – განაცხადა მან.
კომენტარები
