საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგშია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები ევროპის საბჭოში. უკვე შედგა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან.
„მიხარია, რომ ეს ინსტიტუცია დაინტერესებულია იმისთვის, რომ ჩვენთან გაგრძელდეს ურთიერთობა და გაგრძელდეს ერთობლივი პროგრამები, რომელიც აქამდეც არსებობდა. აფასებენ იმას, რასაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი აკეთებს საქართველოში სპეციალური ანგარიშების სახით. ის [ ალენ ბერსე] არის საქართველოს ძალიან დიდი გულშემატკივარი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
კომენტარები
