აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციების შეხვედრის შემდეგ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ამ კვირაში ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, თუმცა, თეთრი სახლის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ამ კვირაში მსგავსი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ჟენევაში შეხვედრის შემდეგ ღიად რჩება ყველაზე საკამათო საკითხები, მათ შორის ტერიტორიული საკითხები, და ნატო-ს, რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები, რომელთა გადაჭრაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დროს მოხდება.
