პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინაში ომის დაფინანსება შეწყვიტა, მაგრამ აშშ ნატოს დიდი რაოდენობით იარაღს კვლავ უგზავნის ან ყიდის, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.
„ჩვენ ამას სამუდამოდ ვერ გავაკეთებთ და პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ის მშვიდობის პრეზიდენტია. სწორედ ამას ესწრაფვის და დღესაც ის რჩება ოპტიმისტურად და იმედიანად, და ვიცი, რომ ჩვენი გუნდები უწყვეტად მუშაობენ იმისათვის, რომ შეეცადონ ამ შეთანხმების დასრულებას“, – დასძინა თეთრი სახლის სპიკერმა.
კომენტარები
