Politico წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი უმძიმესი არჩევანის წინაშეა – მიიღოს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა თუ დაეყრდნოს არასანდო ევროპელ მეგობრებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებში აღნიშნული პროგრესისა, ევროპა ჯერ კიდევ სუსტი და მხდალია იმისთვის, რომ უკრაინა გადაარჩინოს. ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა ენდოს იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ომის მეოთხე წელსაც მზად არ არიან უკრაინაში გაგზავნონ ჯარი და იარაღი და ვერც გაყინული რუსული აქტივების გადაცემაზე თანხმდებიან.
23 ნოემბერს ჟენევაში დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე აშშ-ს, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა „ყველაზე პროდუქტიული იყო“, მას შემდეგ, რაც ტრამპი ომის შეჩერებას ცდილობს. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დიალოგს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. FT-ს ცნობით, ჟენევაში ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა 19 პუნქტამდე შეამცირეს.
