ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი, – განაცხადა თბილისის მერმა ონლაინ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით საუბრისას.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის შემოტანის მცდელობები იკითხება კონკრეტული ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებებშიც.
„გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება, მითითებებსაც გარედან იღებენ. პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, საუბრობდა, ვეძებთ წყაროებს საქართველოში ფულის შემოსატანადო. ნახეთ, ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ. ელჩს, რომელსაც დიპლომატიური მისია აქვს, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, აკეთებინებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაფუძნებულია ტყუილზე, ხელს უწყობს სიძულვილის გაღრმავებას და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
