უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა იდეა, რომ კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა შესაძლოა მიიღონ მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების წინადადების საბოლოოდ ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
„მე მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს – განსახილველია მგრძნობიარე საკითხები, ისინი ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს, და ვფიქრობთ, რომ ევროპელი ლიდერების დასწრება შეიძლება დამხმარე იყოს“, – განუცხადა ზელენსკიმ სამშაბათს „მსურველთა კოალიციას“.
კომენტარები
