„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ კიდევ ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში დაადასტურეს.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ცნობით, ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ინსტიტუტში გადაასვენეს.
თუ მისი ვინაობა დადასტურდება, „ჰამასს“ ისრაელისთვის კიდევ 2 მძევლის ცხედარი დარჩება გადასაცემი.
კომენტარები
