ტერიტორიული რეალობების საერთაშორისო აღიარება რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი თვალსაზრისით, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას „მნიშვნელობა აქვს“.
„ერთი საქმეა – როდესაც გადაწყვეტილებები აღიარებულია და გარკვეული ტერიტორიები რუსეთის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება, და შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, ეს იქნება თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე და გამოიწვევს რუსეთისგან საპასუხო ზომებს“, – აღნიშნა პუტინმა.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება აღიარება, მაგრამ არა უკრაინისგან დღეს“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები
