ჰონგ კონგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად 79 ადამიანი დაშავდა, ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სახანძრო სამსახურმა შეამოწმა ხანძრის სიგნალიზაცია და აღმოაჩინა, რომ ისინი ეფექტურად არ მუშაობდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო 391 სახანძრო მანქანა და 188 სასწრაფო დახმარების მანქანა.
ოპერაციაში 2 300-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა, რომელთაგან 12 დაშავდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.
ხანძარმა, რომელმაც რვა საცხოვრებელი კორპუსიდან შვიდი მოიცვა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:18 საათზე „ძირითადად ჩააქრეს“.
კომენტარები
