Politico წერს, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ შურისძიებაზე ფიქრობს – სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპული სახელმწიფოები მოსკოვის წინააღმდეგ ერთობლივი კიბერ-შეტევით ოპერაციებსა და მოულოდნელ სამხედრო წვრთნას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, ნატოს ქვეყნების მასშტაბით რუსული დრონებისა და აგენტების აქტივობის ფონზე, ევროპა საპასუხო დარტყმაზე დაფიქრდა, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იდეა იყო.
მათივე ცნობით, გასულ კვირას იტალიის თავდაცვის მინისტრმა გუიდო კროსეტომჰიბრიდული შეტევების ფონზე კონტინენტის „ინერციული“ მიდგომები გააკრიტიკა და საპასუხო დარტყმების 125-გვერდიანი გეგმა წარადგინა. გეგმა ჰიბრიდული ომის კონტრდეპარტამენტის ევროპული ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
კომენტარები
