პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მიმდინარე საკადრო ცვლილებები იმ ფონზე, როდესაც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ირგვლივ.
მან სოციალურ ქსელში არსებული ვითარება „ფატალურ კომბინაციად” დაასახელა და აღნიშნა: „ორბანი მიდის პუტინთან, ნავროცკი ორბანთან.
„უიტკოფის გეგმასთან” დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ქაოსია, ხოლო კიევში პოლიტიკური კრიზისია. ფატალური კომბინაციაა”, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
კომენტარები
