გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი გამომძიებლებმა დატოვეს. ისინი დაკავებულ რეპერებთან იმყოფებოდნენ და მათ პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით კითხავდნენ.
პროკურორ ირაკლი ქარდავას განცხადებით, დაკავებულმა რეპერებმა გამოკითხვაზე სრულად უთხრეს გამომძიებლებს ის ინფორმაცია, რაც მათ იცოდნენ. პროკურორის თქმით, გამოძიება თითოეულ ინფორმაციას გადაამოწმებს და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს.
პროკურორმა რეპერებისთვის პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
კომენტარები