სასამართლო დარბაზიდან ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ მეორე წევრი, გიორგი ქებურიაც გათავისუფლდა, ქებურიას სააპელაციო სასამართლომ 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ ასევე დარბაზიდან გაათავისუფლა ჯგუფის წევრი მიხეილ მგალობლიშვილი, მას მოსამართლემ 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მისი არ ყოფილა და სამართალდამცველებმა ჩაუდეს ჯიბეში.
კომენტარები