ნათელია, რომ სახელმწიფო გადატრიალების ახალი სამიზნე აირჩიეს და ის საქართველოა, BBC-ი არის სირცხვილი და გული მწყდება, რომ ის ჩემს სამშობლოს დასაცინს ხდის, – წერს ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით მომზადებულ ვრცელ ანალიზში.
როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და საკუთარი თავის შეწირვა ევროპის გეოპოლიტიკური პროექტის კატასტროფაში არ იქნებოდა მართებული ნაბიჯი.
„მძიმე საწყისებიდან დღემდე, დამოუკიდებელმა საქართველომ ბევრს მიაღწია. ხელისუფლების პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაა. ეკონომიკური ზრდა წელს 7.6 პროცენტია, 2024 წელს კი 9 პროცენტი იყო. საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის ცნობით მეშვიდეა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა, მაგრამ დიდ ბრიტანეთზე და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაზე წინ, დანიის სამეფოს გამოკლებით. ჩანდლერის ინსტიტუტის კვლევით კი ის მე-15 ადგილზეა მსოფლიოში სტაბილური ბიზნესის თვალსაზრისით, ევროკავშირის 4 სახელმწიფოს გამოკლებით ყველაზე წინ. საქართველო წინ უსწრებს გლობალურ რეიტინგებში ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინას.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და საკუთარი თავის შეწირვა ევროპის გეოპოლიტიკური პროექტის კატასტროფაში არ იქნებოდა მართებული ნაბიჯი. როგორც ვნახეთ უკრაინაში, ევროპა მუდამ მზადაა რუსეთს სხვისი სხეულებით ეომოს.
BBC-ის მოტივაცია ნათელია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. BBC უკვე 4 წელია ავითარებს თვალსაზრისს, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები თავიდან იქნეს აცილებული. ეს თვალსაზრისი იშლება ერთი მხრივ, ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის, მეორე მხრივ კი რუსეთის ფრონტზე წინსვლისა და უკრაინული კორუფციის ფონზე.
ნათელია, რომ სახელმწიფო გადატრიალების ახალი სამიზნე აირჩიეს და ის საქართველოა. BBC-ი არის სირცხვილი და გული მწყდება, რომ ის ჩემს სამშობლოს დასაცინს ხდის“, – აღნიშნავს იან პრაუდი.
