გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს ვამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ.
“ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ეს კანონი სწორედ ასეთ პრაქტიკას ეფუძნებოდა. ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ. დღეს ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენებოდა უცხოური დაფინანსება, უცხოური სპეცსამსახურები, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაშიც, ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი არის საზოგადოების შესაფასებელი. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს ვამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, – განაცხადა პრემიერმა.
