მათი ერთადერთი მიზანი [იყო] ჩვენს სამშობლოში სიტუაციის არევა, დაძაბვა, ხალხში შფოთის შეტანა და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ იმ ანტაგონიზმის გამოწვევა, რაც საბოლოო ჯამში არაფორმალური მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ მიზნების განხორციელებას შეუწყობდა ხელს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.
„ყველაფერს ეცადნენ და ახლა ამ მდარე, ზღვარს ქვემოთ დაშვებულ კამპანიას მიმართეს. BBC-ის რეპორტაჟი წამლავდა ქართველ ხალხს, იმისთვის რომ მათ საკუთარი მიზნებისთვის გადაეხვიათ და „დიფ სთეითის“ მიზნები შეესრულებინათ“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
კომენტარები
