აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტით იმედგაცრუებულია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი სამშვიდობო წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად ჯერ მზად არ არის.
„ცოტათი იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება ჯერ არ წაუკითხავს. რამდენიმე საათის წინ ასე იყო. მის ხალხს ეს შეთავაზება მოსწონს, მას კი – არა. ვფიქრობ, რუსეთი თანახმაა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკიც თანახმაა. მის ხალხს ეს წინადადება მოსწონს, მაგრამ ის მზად არ არის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კომენტარები
