დნეპრში რუსმა სამხედროებმა უმსხვილესი ფარმაცევტული დისტრიბუტორი კომპანიის, BaDM-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, განადგურდა ხუთი მილიარდი გრივნის (120 000 დოლარის) ღირებულების მედიკამენტები. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან.
როგორც მედია იუწყება, BaDM-ის ლოგისტიკური კომპლექსი, რომლის საერთო ფართობი 43 000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მთლიანად განადგურდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ათი ადამიანი კი დაშავდა. ავიაიერიშების შედეგად სუმის ოლქში ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.
კომენტარები
