უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაინესა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას შეხვდა.
მოლაპარაკებები ნატოს გენერალური მდივნის რეზიდენციაში გაიმართა.
ზელენსკიმ შეხვედრას კარგი და პროდუქტიული უწოდა. მისი თქმით, მან ევროპელ პარტნიორებს ამერიკელებთან ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ მოახსენა.
მანამდე ზელენსკი ლონდონში იყო ჩასული, სადაც შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან.
კომენტარები
