თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და „ეიბისის“ რეპორტიორს შორის შელაპარაკება მოხდა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტმა 2 სექტემბერს ვენესუელის სიახლოვეს, გემზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის კადრების გასაჯაროების შესახებ დაუსვა კითხვა, რამაც დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას არასდროს უთქვამს რამე თავდასხმის ვიდეოს გასაჯაროებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა „ეიბისის“ ჟურნალისტს „გამაღიზიანებელი“ და „საშინელი რეპორტიორი“ უწოდა.
„ყველაზე გამაღიზიანებელი ჟურნალისტი ხარ. საშინელი რეპორტიორი ხარ. ყოველთვის ასე ხდება შენთან“, – მიმართა ტრამპმა ჟურნალისტს.
კომენტარები
