პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტზე თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია ექვსი ჯარისკაცი.
მედიის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პაკისტანი და ავღანეთი ოქტომბერში მომხდარი სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ ზავის შენარჩუნებას ცდილობენ.
ოფიციალურმა ისლამაბადმა ინციდენტში ბრალი დასდო ავღანელ მებრძოლებს და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნებს შორის სასაზღვრო ტერიტორიას თავდასხმისთვის იყენებენ.
ოფიციალური ქაბული მომხდართან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტი პაკისტანის უსაფრთხოების შიდა პრობლემაა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
კომენტარები
