თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ABC News-ის რეპორტიორს შორის შელაპარაკება მოხდა.
ჟურნალისტმა ტრამპს 2 სექტემბერს ვენესუელის სიახლოვეს გემზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის კადრების გასაჯაროების შესახებ დაუსვა კითხვა, რამაც თეთრი სახლის ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია.
პასუხად ტრამპმა თქვა, რომ არასოდეს უთქვამს რამე თავდასხმის ვიდეოს გასაჯაროებაზე. ABC News-ის ჟურნალისტს რეიჩელ სკოტს კი „გამაღიზიანებელი“ და „საშინელი რეპორტიორი“ უწოდა.
კომენტარები
