აშშ-ში, კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კამპუსში 2 200-ზე მეტი სტუდენტი და 450 თანამშრომელი ცხოვრობს. ინციდენტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
