„სადახლოსა“ და „ნინოწმინდაში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
5-9 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 4,700 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე ა.ა-ს, ჩამოერთვა საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. ხოლო საქართველოს მოქალაქე ც.ნ-ს, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
კომენტარები