აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას მან უკრაინის საკითხი „საკმაოდ მკაცრი სიტყვებით“ განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ველაპარაკეთ, ყველა ძალიან კარგი ლიდერია, ჩემი ძალიან კარგი მეგობრები. და ჩვენ უკრაინა განვიხილეთ საკმაოდ მკაცრი სიტყვებით. ვნახავთ, რა მოხდება. ანუ, პასუხებს ველოდებით, სანამ წინ წავალთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მოითხოვეს, შეერთებული შტატები დაესწროს შეხვედრას ევროპაში.
„მათ სურთ, რომ ჩვენ შაბათ-კვირას ევროპაში შეხვედრას დავესწროთ. და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რა პასუხს მოგვაწვდიან. არ გვინდა, დრო დავკარგოთ“, – დასძინა მან.
კომენტარები
