აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა.
მისივე თქმით, ის მანამდე დაკავებულ ტანკერებს შორის ყველაზე დიდია.
„ჩვენ ახლახან ვენესუელას სანაპიროსთან დიდი ტანკერი დავაკავეთ. სინამდვილეში, ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე დაგვიკავებია. ამას მოგვიანებით ნახავთ და ამაზე სხვა პირებთანაც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, „როიტერმა“ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა, რამაც ნავთობის ფასები გაზარდა, ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდება.
კომენტარები
