პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ილონ მასკის განცხადებას, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.
„წლების განმავლობაში ჩვენ არა მარტო განვაცხადეთ, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, რომ თუ ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ მხოლოდ კეთილი მიზნები გამოძრავებს და შენ არ ხარ დაკავებული პოლიტიკური მიზნების განხორციელებით, იყავი ღია, ტრანსფარენტული და შენი ფინანსები, დაფინანსების წყაროები, პროგრამები თუ პროექტები, რაშიც ეს უნდა დაიხარჯოს, იყოს ღია. ამის გამო ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ არ ხართ ევროპელები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომენტარები
