ამერიკელი სენატორი მაიკ ლი ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს მიატოვონ ბრიუსელი და დატოვონ ევროკავშირი.
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის თქმით, ევრო-ექსიტის დროა.
სენატორი ლი ამ კომენტარით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის გაუსაჯაროებელ ვერსიაში იყო ინიციატივა, რომ ევროკავშირის 4 ქვეყანას – იტალიას, უნგრეთს, პოლონეთსა და ავსტრიას ევროკავშირი დაეტოვებინა, თუმცა თეთრი სახლი მედიაში გაჟონილი ამ ვერსიის ავთენტიკურობას არ ადასტურებს.

კომენტარები
