პოლიტიკური კომენტატორი და სოციალურ ქსელ X-ის უმსხვილესი შოუს წამყვანი მარიო ნაუფალი წერს, რომ ევროკავშირში დემოკრატია არ არის.
მისი თქმით, ევროკომისიას ძალაუფლება აქვს მიტაცებული და ყველაფერს ხალხის მიერ არ არჩეული ბიუროკრატები მართავენ.
მარიო ნაუფალი ევროპელებს მიმართავს, რომ ამ ყველაფრის უკან არასამთავრობო ორგანიზაციების ჭაობი დგას, რომელიც სწორედ ხალხის ფულით და ჯორჯ სოროსის მსგავსი მილიარდერების მიერ ფინანსდება.
„ევროპას მართავს ხალხი, რომლის სახელიც კი არ იცით, არც ხმა მიგიციათ და თავიდანაც ვერ იშორებთ. ვიღაცას ჰყოფნის ნერვები, რომ ამას დემოკრატია უწოდოს? არა, ეს ძალაუფლების მიტაცებაა, თუმცა უკეთ შეფუთული. ამ ქაოსის სათავეში ევროკომისიაა, 32 000 კაციანი ბანდა, რომელიც არავის აურჩევია და რომელიც 450 მილიონი ადამიანისთვის კანონებს დაუკითხავად იღებს. ყოველივე ამის უკან დგას არასამთავრობო ორგანიზაციების ჭაობი, რომელიც თქვენი გადასახადებით და სოროსის მსგავსი მილიარდერების მიერ ფინანსდება იმ რადიკალური პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ“, – დაწერა ნაუფალმა.
🇪🇺 THE EU ISN’T BROKEN… IT’S WORKING AGAINST YOU!
Europe’s being run by people you can’t name, didn’t vote for, and can’t get rid of.
And people have the nerve of calling it a Democracy? Nah… That’s a power grab with better branding.
At the top of this mess is the… https://t.co/OHZigDCQaU pic.twitter.com/dK7zcpOHi1
— Mario Nawfal (@MarioNawfal) December 11, 2025
