2025 წლის თებერვლის ბუნდესტაგის არჩევნების წინ დეზინფორმაციული კამპანიისა და კიბერთავდასხმების გამო გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც „შპიგელი“ წერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დაადგინა რუსეთის კავშირი მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიასა და კიბერთავდასხმებთან თებერვალში გამართული ფედერალური არჩევნების წინ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციული კამპანია – კოდური სახელწოდებით Storm 1516 მიზნად ისახავდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას. მედიის ცნობით, კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ყალბი ამბები ძირითადად მიმართული იყო „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“, ასევე „მწვანეების“ წინააღმდეგ.
კომენტარები
