ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ჩეხეთი არ იღებს ვალდებულებას უკრაინის სესხის დაფარვაზე.
„ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას არაფრისთვის და არც ფულს ჩავდებთ“, – განაცხადა ბაბიშმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მისი თქმით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად შეთანხმდა, რომ „ევროკომისიამ უნდა იპოვოს სხვა გზები უკრაინის დასაფინანსებლად“.
„ჩვენი ხაზინა ცარიელია და ყველა ჩეხური კრონა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ“, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ანდრეი ბაბიშმა განმარტა, რომ 15 დეკემბერს ჩეხეთში ახალი მთავრობა დაინიშნება, რის შემდეგაც ის სრულუფლებიანი პრემიერ-მინისტრი გახდება.
კომენტარები
