ბუდაპეშტში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერი ლიდერის, პიტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისებისკენ მსვლელობა გამართეს.
მათ არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს და ორბანს გადადგომისკენ მოუწოდეს. ინციდენტის გამო ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. დაკავებულია 7 ადამიანი.
კომენტარები
