გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრობაზე ხალხში მანქანით შევარდნას აპირებდნენ. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თავდასხმის მცდელობა „ისლამისტური მოტივებით“ იყო განპირობებული.
თავდასხმის ინიციატორად 56 წლის ეგვიპტელს ასახელებენ, რომელმაც გაავრცელა მოწოდება „რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლის შესახებ“, მაროკოელები კი თავდასხმის განხორციელებაზე დათანხმდეთ.
კომენტარები
