უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებამ, რომელშიც ის რუსული აქტივების უვადოდ გაყინვას აკრიტიკებს, პოლონეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
„უნგრეთისთვის გვერდის ავლითა და დღისით, მზისით ევროპული კანონმდებლობის გაუპატიურებით, ბრუსელელები რუსეთის გაყინული აქტივების დაპყრობისთვის დგამენ ნაბიჯებს – ეს ომის გამოცხადებაა. ამავდროულად წევრი ქვეყნებისგან კიდევ 135 მილიარდ დოლარს ითხოვენ კონფლიქტის გამწვევებისთვის. უნგრეთი ბრუსელელების ამ სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – დაწერა ორბანმა.
რადისლავ სიკორსკიმ, სოციალურ ქსელში ორბანის განცხადება გააზიარა და აღნიშნა, რომ „ვიქტორმა თავისი ლენინის ორდენი დაიმსახურა“. სიკორსკის განცხადებას მისი უნგრელი კოლეგა გამოეხმაურა.
„ჩვენ გვესმის, რომ სასოწარკვეთილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ”, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
კომენტარი ორბანის ტვიტზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამაც დატოვა და უნგრეთის პრემიერს „ევროპაში რუსეთის ყველაზე ფასეული გაყინული აქტივი“ უწოდა.
